„სამართლიანი არჩევნები“ - ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნით „ისფედის“ კოორდინატორსა და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს
„სამართლიანი არჩევნები“ - ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნით „ისფედის“ კოორდინატორსა და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს

გასაუბრებებისა და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნით „ისფედის“ PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის მიხედვით, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დაშვებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად ფორმულაში აღმოჩენილი შეცდომის შესახებ „ისფედის“ შიგნით მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ იცოდნენ.

„მათი თქმით, ორგანიზაციის მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, თუმცა – ვინაიდან ცდომილება იყო მაქსიმუმ 1.7% და მათი აზრით, არ ახდენდა გავლენას მანდატების განაწილებაზე – განცხადების გამოქვეყნება აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაიდო, როცა ასევე ყველა სხვა შესაძლო მონაცემი გადამოწმდა. მოგვიანებით, აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, PVT-ის საბოლოო შედეგები საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულიყო. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 9 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში PVT-ის შედეგებით მანიპულირებს“, – აღნიშნული ინფორმაციაში.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღევანდელ ბრიფინგზე პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.