სამართალდამცველებმა შრი-ლანკაზე ერთ-ერთი ტერაქტის მონაწილის ვინაობა დაადგინეს
სამართალდამცველებმა შრი-ლანკაზე ერთ-ერთი ტერაქტის მონაწილის ვინაობა დაადგინეს. ის ადგილობრივი მცხოვრები ინსან სილავანი აღმოჩნდა. ტერორისტი კოლომბოს გარეუბანში ფაბრიკას ფლობდა. გამოცემა „დეილი მირორის“ ინფორმაციით, მან თავი სასტუმრო „შანგრი-ლასთან“ აიფეთქა.
შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად გარდაცვლილ 290 ადამიანს შორის არიან დანიის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, თურქეთის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩრდილოეთ კორეისა და ავსტრალიის მოქალაქეები. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ სულ 24 ადამიანი დააკავა, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებიან.