სამართალდამცველებმა ნამახვანისკენ მისასვლელ გზაზე განთავსებული რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო, თუმცა გზა კვლავ რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი და სოფელ ნამახვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
თავის მხრივ, საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.