სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ
სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ

სალომე ზურაბიშვილმა, შვილებთან და მხარდამჭერებთან ერთად, საკუთარი შტაბიდან მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ გადაინაცვლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შტაბიდან გამოსულ ზურაბიშვილს მხარდამჭერები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

ადგილზე ამ დრომდე შეკრებილები არიან ზურაბიშვილის მხარდამჭერები.

ზურაბიშვილს ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდგომ მედიასთან ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.