სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ემანუელ მაკრონთან [ფოტო]
16:54, 19.02.2019
ელისეს სასახლეში დღეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა 18 თებერვალს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ლიდერ ქალებს შეხვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციაც წაიკითხა.
ამასთან, გუშინ დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.