სალომე ზურაბიშვილი - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ხმების“ სოლისტ ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო.
ზურას გარდაცვალებამ არა მხოლოდ „ქართული ხმები“, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა, კიდევ ერთი გამორჩეული ხმა გამოაკლდა ქართულ მრავალხმიანობას.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.