სალომე ზურაბიშვილი - ვილნიუსში ნატო-ს სამიტს წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ, საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს ვილნიუსის სამიტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატო-ს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ.
საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დღეს გაიხსნა.