სალომე ზურაბიშვილი – ვილნიუსში ნატო-ს სამიტს წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ, საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

16:03, 11.07.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს ვილნიუსის სამიტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატო-ს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ.

საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დღეს გაიხსნა.

მსგავსი