სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა
უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებით შეშფოთებულია.
„უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიკრობლოგის საშუალებით.