სალომე ზურაბიშვილი – უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა
უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებით შეშფოთებულია.
„უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიკრობლოგის საშუალებით.
The return of intense hostilities in Eastern Ukraine is a violation of Ukraine’s territorial integrity and national sovereignty. I am concerned by this step backward, deplore this tragic development and share the emotion of the Ukrainian people.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 18, 2020