სალომე ზურაბიშვილი - საქართველო იტალიის გვერდით დგას, მადლობას გიხდით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიაში კორონავირუსთან შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო იტალიის გვერდით დგას.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი იტალიის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ზრუნვისთვის მადლობას უხდის.
„იტალიელი ხალხისთვის ახლა რთული დროა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა შეაჩეროს „კოვიდ-19“. რთული გადაწყვეტილებები მიღებულია, საქართველო იტალიის გვერდით დგას და მადლობას გიხდით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.