მინდა, ერთი საინტერესო რამ ვთქვა, ყველა მხარე და საზოგადოებრივი აზრი საქართველოში, რომელთა 80 პროცენტიც მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატო-ს გზას, ყველა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მედიაცია ყველასთვის მისაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხდა.
კითხვაზე, აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა, რომ საქართველო არასწორ გზაზე დგას და აშშ-ის კონგრესისა და სენატის წარმომადგენელთა ჯგუფმა განცხადება გამოაქვეყნეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ამავდროულად ახალი სახელმწიფო მდივანი ორი თვის წინ არ იყო შეშფოთებული საქართველოს გზით, საჯაროდ კონგრესის წინაშე აცხადებდა, რომ ჩვენი გზა ნატო-სკენ ღიაა და რომ ახალი ადმინისტრაცია მის მხარდაჭერას აპირებს“.
„ბიბისის“ ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს ასევე დაუსვა კითხვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება ნიკა მელიას დაკავებამდე ბევრად ადრე გაკეთდა, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში თვე-ნახევრის წინ იმყოფებოდა, სადაც ეწვია ნატო-საც, ევროკავშირსაც და მსგავსი არაფერი მოუსმენია.
„ერთია საჯარო კამპანია, რომელის საქართველოს წინააღმდეგ არის წამოწყებული, რომელიც არ ვიცი, საიდან მოდის და ჩემთვის გასაკვირია, ან არც ისე. საჯარო კამპანია, რომელიც ცხადია, რომ მართულია, სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებით, ზუსტად ისეთ დროს ხორციელდება, როდესაც ნატო-სკენ გზა ხელახლა გაიხსნა ახალი ადმინისტრაციით, როდესაც გზა ევროკავშირისკენ ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კრიზისი არსებობს და ეს არის კრიზისი, რომელიც უნდა გადაიჭრას.
„მინდა, ერთი საინტერესო რამ ვთქვა, ყველა მხარე და საზოგადოებრივი აზრი საქართველოში, სხვათა შორის რომელთა 80%-იც მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატო-ს გზას, ყველა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მედიაცია ყველასთვის მისაღებია. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ ჩვენს მომავალს იქ ვხედავთ. მინდა შევეხო რუსეთს. ეს ქვეყანა არასდროს დამდგარა რუსეთის გზაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა კითხვით: „თქვენ იცით, რომ ზოგიერთი ქართველი უკმაყოფილო იყო რუსეთთან თქვენი ურთიერთობით, როდესაც 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას განაცხადეთ, რომ საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და აღნიშნეთ, რომ ეს იყო საქართველოს მთავრობის უაზრო საქციელი, შეშლილი პრეზიდენტი, უცნაური და ბუნდოვანი გარიგება საუკუნოვან მტერთან. ზოგიერთი საქართველოში უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ თქვენი მიზანი იყო დაგედანაშაულებინათ სააკაშვილი, ვიდრე რუსეთი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმყოფებოდნენ“.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, ისტორიის განმავლობაში, საქართველოს წინააღმდე ომს რუსეთი იწყება.
„საქართველოს არ დაუწყია არც ერთი ომი არც 19-ე საუკუნეში, ან 21-ში , 92-ში ან 2008-ში რუსეთის წინააღმდეგ. არ განუხორციელებია რუსეთის ტერიტორიის ერთი უნციისა თუ ინჩის ოკუპირება, რაც ასე არ არის რუსეთის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა, მოიწევს სამხრეთისკენ ჩვენს ტერიტორიებზე და ოკუპირებას ახორციელებს, იწყებს ყველა ომს, რომელიც ყოფილა. ეს ძალიან მკაფიო საკითხია. ვფიქრობ, ვერავინ დამადანაშაულებს ამის არცოდნაში. მეორე საკითხია პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რადგან დღეს მეც საქართველოს პრეზიდენტი ვარ, იგივე პასუხისმგებლობა მაკისრია. კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და გაგვაფრთხილა, ყველა ამერიკელი მეგობარი და პარტნიორი ჩამოვიდა საქართველოში გვიხსნიდა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო, გვითხრა არ ავყოლოდით პროვოკაციას. იმ დროს მე საქართველოში ვიმყოფებოდი და თავად მოვისმინე ეს გაფრთხილებები, რჩევები. ამ პროვოკაციებზე აყოლა და შიდა გადაწყვეტილებები, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, როგორც ამას მაშინ უწოდეს, არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. როდესაც იკარგება ტერიტორიების 20% და დღესაც ოკუპირებულია, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერი პრეზიდენტი, ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი, პასუხს აგებდა. ეს არ მოხდა საქართველოში. ეს სამწუხაროა, რადგან თუ ქვეყანამ არ იცის მისი წარსული, ვერ განიხილავს, ვერ განსჯის რა მოხდა, რათა არ დაუშვას იგივე შეცდომები მომავალში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ბევრი ქართველი ხედავს, არის ავტორიტარული ტენდეცია თქვენს მთავრობაში. მართალია თუ არა, რომ ეს რუსეთის და ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ მუშაობს? და რომ ეს წარმატებას არ მოგიტანთ დეოკუპაციაში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „სტრასბურგის სასამართლომ ახლახანს რუსეთის ყველა დარღვევა აღიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ანგარიშში დაადგინა, რომ ოკუპაცია, თუ სწორედ მახსოვს, 17-ჯერ იქნა გამოყენებული. ეს არის იმ მთავრობის მიღწევა, რომელიც თქვენ, როგორც პრორუსულ ხელისუფლებად აღწერეთ საქართველოში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მესმის, რომ არავის აქვს დრო, ახლოდან დააკვირდეს საქართველოს. ძირითადი აქტიური კამპანიები შეიძლება ზოგჯერ შეფასდეს მკაცრი სიტყვებითა და განსჯით. ჩვენ ის არ ვართ, ვისაც თქვენ აღწერთ“.
მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც კონსენსუსის ერთი საგანი, რომელზეც ყველა მხარე და მოსახლეობა თანხმდება, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ეს არ შეცვლილა, არის გზა ევროპისკენ და ნატო-სკენ.
„გზა ევროპისკენ, არ არის ახალი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა თავს ბევრი სხვა შეჭრისგან, დაზიანებისგან და თითოეულ შემთხვევაში მიმართული იყო დასავლეთისკენ, ევროპისკენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, მისი ძირითადი ღირებულებები არის ევროპული, ისეთივე როგორიც ევროპელებს აქვთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.