სალომე ზურაბიშვილი - რომელ ქვეყანაშიც მივდივარ, ვცდილობ, პირველად სტუდენტებს შევხვდე და გავიგო, რა კონკრეტული პრობლემები შეიძლება, გქონდეთ
სალომე ზურაბიშვილი - რომელ ქვეყანაშიც მივდივარ, ვცდილობ, პირველად სტუდენტებს შევხვდე და გავიგო, რა კონკრეტული პრობლემები შეიძლება, გქონდეთ

რომელ ქვეყანაშიც მივდივარ ვცდილობ, პირველად იქაურ სტუდენტებს შევხვდე და გავიგო თქვენგან, როგორ ხართ, რა ხდება, რა მიმართულებით, რა სპეციალობით სწავლობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა გავიგო, რა კონკრეტული პრობლემები შეიძლება გქონდეთ იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით და საქართველოსგან რას ელოდებით. თუ დაბრუნებაზე ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს თქვენს მიმართ განწყობა და მზადყოფნა სამთავრობო ინსტიტუტებისგან, ან კერძო სექტორისგან. თუ ახლავე არ აპირებთ დაბრუნებას, როგორ ხედავთ თქვენს ურთიერთობას საქართველოსთან.

ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, რეალურად ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ, მთავარია, რა კავშირი არსებობს და როგორ შეიძლება, რომ ეს კავშირი დაფუძნდეს და გაძლიერდეს, იყოს ორივე მხარისთვის ნაყოფიერი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.