სალომე ზურაბიშვილი - ჩემთვის მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.
„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ესპანური გუნდი „ბასკონია“ დატოვა და მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა.