საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ჰიჯრას ულოცავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ჰიჯრას – მთვარის კალენდრით ახალი წლის დასაწყისს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და მრავალი ბარაქიანი და მშვიდობიანი ახალი წელიწადის საზეიმოდ აღნიშვნას“, – წერს ზურაბიშვილი.