სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ჰიჯრას ულოცავს

19:28, 20.08.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ჰიჯრას ულოცავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ჰიჯრას – მთვარის კალენდრით ახალი წლის დასაწყისს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და მრავალი ბარაქიანი და მშვიდობიანი ახალი წელიწადის საზეიმოდ აღნიშვნას“, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი