სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს

მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რეგიონს ახლა ნატო-სკენ კონკრეტული ნაბიჯები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სჭირდება.

„კავკასია ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. უფრო კონკრეტული ნაბიჯები ნატო-სკენ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის ის, რაც რეგიონს სჭირდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.