სალომე ზურაბიშვილი – მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს
მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რეგიონს ახლა ნატო-სკენ კონკრეტული ნაბიჯები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სჭირდება.
„კავკასია ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. უფრო კონკრეტული ნაბიჯები ნატო-სკენ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის ის, რაც რეგიონს სჭირდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
The Caucasus is witnessing changes and it’s important that the U.S. gets more proactive on and supportive of Black Sea security and peace negotiations on the occupied territories. More concrete steps for Georgia toward @NATO and launching free trade talks is what the region needs pic.twitter.com/ru9ywxItPU
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 18, 2020