სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია
მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებ. ჩვენი რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.