სალომე ზურაბიშვილი - მე არავის ვპატიჟებ, ვუპასუხე რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის კითხვაზე საპასუხოდ გაკეთებული განცხადება განმარტა.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.
„მე ვუპასუხე რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ა.შ. იმ დროს, როდესაც რუსეთი თავის თავს ითავისუფლებს ყველანაირი ვალდებულებისგან საერთაᲨორისო სამართლის მიმართ, ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყველა ადგილას და ყველა მომენტᲨი ზემოთ ვაყენებთ საერთაᲨორისო სამართალს და არა ჩვენს შიდა კანონმდებლობას, რომელიც პრინციპᲨი ასეთ შემთხვევაში აგვიკრᲫალავდა, რომ მივიღოთ ის ადამიანები, რომელთაც გადაბიჯებული აქვთ არა ჩვენი საზღვარი, სხვა კუთხიდან შემოსულები არიან. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება წარმომადგენელი რუსეთის მხრიდან. ამ კუთხით სწორი არის, რომ ის კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაᲨორისო სამართალს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი და არის უცვლელი. ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაᲨორისო სამართლის მიმართ. მემგონი ძალიან გასაგებად ვთქვი. მე არ ვპატიჟებ არავის ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, რაც არის ჩვენი პოზიცია. ზუსტად რომ საქართველო არის საერთაᲨორისო სამართლის მიმართ პატივისმცემელი, ერთგული და ასე იქნება მუდამ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.