სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს მალე აღიარებს, რადგან ნამდვილი დემოკრატია ამაზეა დაფუძნებული
სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს მალე აღიარებს, რადგან ნამდვილი დემოკრატია ამაზეა დაფუძნებული

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მალე აღიარებს.

როგორც ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა განუცხადა, მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან მომწიფებულია და დაპირისპირება არავის უნდა.

„შინაგანი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე გავხდი. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც პატრიარქსა და სინოდის წევრებს შევხდი. ჩემთვის ეს პრეზიდენტობის პირველი დღე იყო. საქართველოს მოსახლეობას ძალიან პრინციპულ არჩევანს ვულოცავ, რომელიც მშვიდობიანად ჩატარდა. მოსახლეობის აქტიურობამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან მომწიფებულია, დაპირისპირება არავის არ უნდა. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტია, ჩემი კონკურენტი პარტია არჩევნების შედეგებს მალე აღიარებს, რადგან ნამდვილი დემოკრატია ამაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.