სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვის რეჟიმში გადაიცემა.