მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ
FILE PHOTO: United Nations Secretary-General Antonio Guterres poses for a photograph during an interview with Reuters at U.N. headquarters in New York City, New York, U.S., September 14, 2020. REUTERS/Mike Segar/File Photo
მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის თქმით, პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები გამოააშკარავა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუტიერეში დღეს დაგეგმილ სიტყვით გამოსვლაში მსოფლიო ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ნიუ იორკში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირები ვიდეომიმართვებს ჩაწერენ, რომელსაც გენერალური ასამბლეის დარბაზში აჩვენებენ.