სალომე ზურაბიშვილი - დიდი მადლობა ევროკავშირს ახალი ვალდებულებისთვის, გამოუყოს საქართველოს 150 მილიონი ევრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად
დიდი მადლობა ევროკავშირს საკუთარ თავზე აღებული ახალი ვალდებულებისთვის, გამოუყოს საქართველოს 150 მილიონი ევრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ევროპის, აშშ-სა და საერთაშორიო ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა კრიზისის ამ პერიოდში აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.