სალომე ზურაბიშვილი – დიდი მადლობა ევროკავშირს ახალი ვალდებულებისთვის, გამოუყოს საქართველოს 150 მილიონი ევრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად

22:31, 22.04.2020

დიდი მადლობა ევროკავშირს საკუთარ თავზე აღებული ახალი ვალდებულებისთვის, გამოუყოს საქართველოს 150 მილიონი ევრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ევროპის, აშშ-სა და საერთაშორიო ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა კრიზისის ამ პერიოდში აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი