საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ლიბანში მომხდარ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ის სამძიმარს უცხადებს ლიბანელ ხალხს.
„ჩემი ლოცვა დაღუპულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 50 დაღუპულისა და 3 000 დაშავებულის შესახებ.