სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

00:11, 05.08.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ლიბანში მომხდარ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ის სამძიმარს უცხადებს ლიბანელ ხალხს.

​„ჩემი ლოცვა დაღუპულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 50 დაღუპულისა და 3 000 დაშავებულის შესახებ.

მსგავსი