სალომე ზურაბიშვილი - ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციას და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას [ვიდეო]
ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსშიმ თბილისში გამოფრენამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დილით გადაწყდა ბელარუსში ვიზიტის შეწყვეტა.
„ამ დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილი ყოფილიყო ეს ვიზიტი ბელარუსში და ევროპულ თამაშებზე დასწრება.
თუმცა, ამ დილითვე პრეზიდენტ ლუკაშენკომ თავად გადაწყვიტა, რომ მაინც შემხვედროდა და მოკლე საუბარი გვქონდა დილით, წამოსვლის წინ.
ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და ასევე, იმ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას და ეს არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდა, დღეს კი, შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას უნდა დასწრებოდა და ქართველ სპორტსმენებისთვის ადგილზე ეგულშემატკივრა.