სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება
სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი ხვალ საღამოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს დაბრუნდება. ვიზიტს პრეზიდენტი თბილისში განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბელარუსს გუშინ ეწვია. მინსკში ის მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას უნდა დასწრებოდა. ასევე დაგეგმილი იყო ოფიციალური შეხვედრები.