სალომე სამადაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში გვითხრეს, ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმანეთს მოკლავთო
სტრასბურგის სასამართლოში გვითხრეს, ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს სხვა რა უნდა ეთქვა და თავად იმაზე უფრო იდარდებდა, სტრასბურგში რომ უწევთ წასვლა, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ დაიღუპოს.
„სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი. რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა?მიშასთვის – მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?
გვითხრეს – ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმანეთს მოკლავთო. საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს“, – წერს სალომე სამადაშილი.