სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შინაარსს დაკარგავს, თუ პარლამენტი შსს-ს ხელდასმულ კანდიდატს დაამტკიცებს
დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნა შინაარსს დაკარგავს, თუ პარლამენტი ისეთ კანდიდატურას დაამტკიცებს, რომელიც არის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არის ხელდასმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მთავარი ფუნქცია დამოკიდებლობაა სამართალდამცავი სტრუქტურებისგან და კანდიდატის დანიშვნით განისაზღვრება, რის გაკეთებას შეძლებს ინსპექტორი. აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა იცავდეს, პარლამენტის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ბერკეტი გახდება მმართველი პარტიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს დღეს აირჩევენ. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები.