პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები.

ლონდა თოლორაიას გუშინ რვა ხმით მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ხოლო ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.