სალომე სამადაშვილი - გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ
სალომე სამადაშვილი - გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მის საპარლამენტო ფრაქციას გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე გაუჭირდება.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონსულტაციებს გავდივართ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ. თუმცა, რურუას გათავისუფლების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება რომ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს სამადაშვილი.

ამასთან, დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ამასთან, როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ისინი მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ არის დაგეგმილი.

საუბარია, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ამ ცვლილებების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.