სალომე სამადაშვილი - გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება, ბრიყვია
გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება, ბრიყვია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას მეტი წონა აქვს, ვიდრე მთლიანად „ქართული ოცნების“.
„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით.
ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლიტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო – ზოგს მაინც ეიმედება კანდიდატის სტატუსის მიღება.
გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია.
და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს, „რუსულ ოცნებას“ რომ გეძახიან?“ – წერს სამადაშვილი.