სალომე სამადაშვილი - დიახ, ვიყავი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით
სალომე სამადაშვილი - დიახ, ვიყავი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ერთ-ერთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ იმ ოპოზიციონერებს შორის, ვინც ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ვახშამს ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

„‘იიი, ვახშამზე იყავით’ რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას გათავისუფლების თარიღით და მელიას გათავისუფლების გეგმით, მიშელის თანდასწრებით შეთანხმებულის. მერე?“ – წერს სალომე სამადაშვილი.

ამასთან, ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია სამშაბათს შევა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონი, ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ რურუას შეწყალების აქტი.

აღსანიშნავია, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დოკუმენტს არ უერთდება.

‘იიი, ვახშამზე იყავით’ რაღა უბედურებაა? ვიყავი, დიახ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშამზე, გამოვედი რურუას…

Posted by Salome Samadashvili on სამშაბათი, 20 აპრილი, 2021