სალომე სამადაშვილი - ოპოზიცია სამშაბათს შევა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონი, ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ რურუას შეწყალების აქტი
სალომე სამადაშვილი - ოპოზიცია სამშაბათს შევა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონი, ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ რურუას შეწყალების აქტი

შეთანხმების შესრულების პირველი დღე არის სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

„ეს იყო საქმიანი ვახშამი, სადაც ვათანხმებდით დეტალებს. მათ შორის მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ შეთანხმების შესრულების პირველი დღე არის სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი, ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი. ამის შემდეგ ჩვენ რაც შეიძლება მალე მივიღებთ ამნისტიის კანონს, შესაბამისად, თუ მანამდე სხვა გზებით ვერ მოხერხდა ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის კანონის თანახმად გათავისუფლდება“, – აღნიშნა სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.