სალომე სამადაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები საკმაოდ დაშორებულია, ამიტომ სწორია, რომ განხილვა გადაიდო
სალომე სამადაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები საკმაოდ დაშორებულია, ამიტომ სწორია, რომ განხილვა გადაიდო

„ლელოს“ ფრაქციის წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის გადადება მართებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საკითხთან დაკავშირებით პოზიციები საკმაოდ დაშორებულია.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, კანონპროექტთან დაკავშირებით კონსენსუსს თუ ვერ მიაღწიეს, დოკუმენტის სულისკვეთების დაცვის თვალსაზრისით, ეს დამაზიანებელი იქნება.

„სწორია, რომ კანონპროექტზე გადაიდო მსჯელობა და კენჭისყრა, რადგან თუ ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ, ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი მიშელის დოკუმენტის განხორციელების და ამ დოკუმენტის სულისკვეთების დაცვის თვალსაზრისით. დღევანდელი მდგომარეობით, რადგან პოზიციები არის საკმაოდ დაშორებული ერთმანეთთან, სწორი გადაწყვეტილებაა, საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო.