პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო

18:32, 25.05.2021

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო.

გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით გაიმართა და მას ოპოზიცია დაესწრო.

მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც, კანონპროექტი სხდომაზე გავა.

მსგავსი