ბერა და ცოტნე ივანიშვილების სამძიმარი

12:10, 21.11.2026

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებენ ბერა და ცოტნე  ივანიშვილები.

„მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, გადარჩენილი სიცოცხლისთვის!“ – წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

„რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე განსაცდელს. მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა სულებს“, – წერს ცოტნე ივანიშვილი სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი