ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების გადაწყვეტილება
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილ 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილიდან გახდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მისი მეუღლე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებენ.
„ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,“ – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილში.