საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
როგორც ღიბრაძემ განაცხადა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კლუბები ფუნქციონირებდა, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ, იკეტებიან.
„საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონი“ და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში ლიბერალიზაცია არ არის. არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დასაშვები იყო კლუბების მუშაობა, შეზღუდვები ამოქმედდა. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, არასწორია, რომ მათ არ მოუხდენიათ შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.