პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას
პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას

პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ შეძლებენ მექანიზმით სარგებლობას, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან; „მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად, ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის. ღიბრაძის თქმით, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რისკჯგუფებში, 50 წელს ზემოთ, პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში კვლავინდებურად მოქმედებს 100 ლარიანი წახალისების სისტემა“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძის თქმით, ვაქცინაცია არის მოსახლეობის არა ვალდებულება, არამედ არჩევანი და ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები.

„როგორც მოგეხსენებათ თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ამიტომ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42% უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას არამედ სურვილს მოსახლეობისას, რომ აიცრას, ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ; „მწვანე პასპორტის“ შემოწმებას ვაკონტროლებდით, ცხადია. რაც შეეხება ვაქცინაციას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.