საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გააუქმა
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გააუქმა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოსარჩელეების, ნოე კორსავასა და გიორგი გამგებელის სარჩელებზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამასთან, ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

განჩინება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.