სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები დუშეთისა და მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებს ესტუმრნენ
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები დუშეთისა და მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ პირთა მიმართ საზოგადოების მიმღებლობის გაზრდა და ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის ამაღლება.
მათივე ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება.
„ჩვენი სტუმრობითა და საჩუქრებით დღევანდელი დღე გავულამაზეთ დუშეთისა და მარტყოფის პანსიონატებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ზრუნვა, ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნა, ყურადღება და სითბო,“- განაცხადეს სააგენტოს წარმომადგენლებმა.