სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე არასრულწლოვანი პირის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, მათ შორის ბავშვის ოჯახის თხოვნით, სააგენტო, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედიას მიმართავს თხოვნით, გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები, როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს არ მიადგეს ზიანი“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააგენტო თავისი მანდატით ჩართულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.