სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - მოხუცთა თავშესაფარ „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად ორი ბენეფიციარი დაიღუპა, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული შემთხვევის გამო
მოხუცთა თავშესაფარ „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად ორი ბენეფიციარი დაიღუპა, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული შემთხვევის გამო, – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის შედეგად თავშესაფარში ასევე დაშავდა ორი ბენეფიციარი.
„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად ორი ბენეფიციარი დაიღუპა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
თავშესაფარში ხანძრის შედეგად ასევე დაშავდა ორი ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. დაშავებულები მიხეილ სარჯველაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილი არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციაში.