სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა

სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.

ღონისძიებას  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი მარინა დარახველიძე და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისიის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სამი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.