სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„ბავშვების უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესები, მათი პირადი ცხოვრება, ემოციები დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა!
ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი როლი და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მათ წინაშე!“ – წერს ლონდა თოლორაია „ფეიასბუქში“.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და მათ კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.