სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, კონგრესის არჩევნების შედეგების მიუხედავად, უცვლელი დარჩება
უკრაინის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი მხარდაჭერა, კონგრესის არჩევნების შედეგების მიუხედავად, უცვლელი დარჩება, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედან პატელმა განაცხადა.
ვედან პატელის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელია.
„ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ ზომების მიღებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა პატელმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები იმუშავებს უკრაინის საუკეთესო პოზიციის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.