სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის კონტროლთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გადადო
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის კონტროლთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გადადო

რუსეთმა ბირთვული იარაღის კონტროლთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგვიპტეში მოლაპარაკებები დღეს უნდა დაწყებულიყო. აშშ-სა და რუსეთს უნდა მოეწვიათ ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის სხდომა კაიროში, რათა სამშაბათს, 29 ნოემბერს ახალი START შეთანხმების იმპლემენტაცია განეხილათ.

„რუსულმა მხარემ შეატყობინა აშშ-ს, რომ რუსეთმა ცალმხრივად გადადო შეხვედრა და განაცხადა, რომ ახალ თარიღს შემოგვთავაზებს“,  – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცახდებენ, აშშ მზად არის მოლაპარაკებების გადავადებისთვის.

„აშშ მზად არის გადავადებისთვის უახლოეს შესაძლო თარიღამდე, რამდენადაც ინსპექციის განახლება პრიორიტეტს წარმოადგენს შეთანხმების, როგორც სტაბილურობის ინსტრუმენტის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.